- პროექტის სახელი: რას ფიქრობთ პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებზე?
- პროექტის მოკლე აღწერა: ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს პედაგოგებში და საზოგადოების სხვა ფენებში, კარს მომდგარი სასერტიფიკაციო გამოცდები. პროექტის ფარგლებში გვინდოდა გაგვგო ჩვენს ირგვლივ მყოფი პედაგოგების აზრი ამის შესახებ.
- პროექტის სრული აღწერა: ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ამიტომ მიზნად დავისახეთ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აზრის გაგება. პროექტის მთავარი იდეის გაცნობის შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად. განაწილდება მოვალეობები. ერთი ჯგუფი იმუშავებს ბავშვებთან, მეორე–მასწავლებლებთან, მესამე–მშობლებთან. გამოკითხვის მონაცემების მოპოვების შემდეგ უნდა წარმოადგინონ სიხშირეთა ცხრილები. გამოთვალონ რიცხვითი საშუალო, მოდა. შეარჩიონ დიაგრამის სახე და წარმოადგინონ ისტ–ის გამოყენებით.
- ამ პროექტით მოსწავლეები დაეუფლება მონაცემთა მოპოვებას და წარმოდგენას ხელსაყრელი ფორმით.
- მონაწილეთა ასაკი:13–14წლის.
- ვადები:7დღე
- პროექტის შესაძლო აქტივობები: თემის არჩევა, საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება,მოვალეობების განაწილება, მონაცემთა შეგროვება,მიღებული შედეგების წარმოდგენა. ისტ–ის გამოყენება.
- მოსალოდნელი შედეგები: მონაცემები,დიაგრამები, პრეზენტაცია.
- სარგებელი სხვებისთვის: ცნობილი იქნება თუ რამდენადაა საჭირო რეფორმა სკოლაში.
- სამუშაო ენა: ქართული.
- მონაწილეები სხვა სკოლიდან: არა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ინფორმატიკა.
- პროექტის ფასილიტატორი: მარინე რუსიეშვილი.
- ფასილიტატორის ელ–ფოსტა: mrusieshvili7@gmail. com
Комментариев нет:
Отправить комментарий